ბელბოი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი GLI
ენები: რუსული, ქართული, ინგლისური
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)

შპს  ,,GLI” აცხადებს ვაკანსიას Bellboy/ბელბოი პოზიციაზე ბათუმში 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული ენა - სრულყოფილად, ინგლისური - სრულყოფილად.

 

კანდიდატის შერჩევა განხორციელდება დაჩქარებული წესით.

კანდიდატი შერჩევის შემთხვევაში სამუშაოს განხორციელებას შეუდგება არაუგვიანეს 20 მაისისა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ  მისამართზე: hr@bellevuebatumi.com,  გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ბელბოი “, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ,,GLI“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.