მძღოლ-ექსპედიტორი ფოთში

ფოთი სრული განაკვეთი ნიკორა 7
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B, C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძისპროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

შპს “ნიკორა 7” აცხადებს ვაკანსიას ფოთში მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობის დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ცოდნა და გამოცდილება
  • მართვის მოწმობა (B და C კატეგორია)
  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
  • პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს,გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge სათაურის ველში,გთხოვთ,მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ისგამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივნისი.