პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი მეგაკო
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი

კომპანია “მეგაკო” ჩვიდმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. “მეგაკო” ექსკლუზიური დისტრიბუტორია“Kraft Foods ”-Alpen Gold, Jacobs, Korona, Dirol, Danon, ჩაი გურიელი და სხვა.

“მეგაკო” _ ორიენტირებულია მომხმარებელზე , უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.


კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას - პრისეილერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია ;
  • საკუთარი ავტომობილით;
  • საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;
  • მაღალი შედეგების მიღწევა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინიციატურობა;
  • მოლაპარაკებების წარმობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: fmge117@gmail.com 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.