უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ანალიტიკოსი

დასაქმების სააგენტო ეიჩარ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსიპოზიციაზე.

ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას ადამიანური რესურსების სფეროში. საქმიანობის ძირითადი სფეროებია: განცხადებების ვებ-გვერდი (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) რეკრუტინგი, კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.

თუ დაინტერესბული ხართ ახალი ტექნოლოგიებით, გსურთ რომ წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით რომ ხართ მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტეიკჰოლდერებთან და შიდა მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია
  • ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად ამოცანის ჩამოყალიბება და mockup-ების მომზადება
  • ახალი ფუნქციონალის არსებულ სისტემაზე გავლენის შეფასება და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება
  • ფუნქციონალის დოკუმენტირება
  • ფუნქციონალის ტესტირებაში და შიდა მომხმარებლების ტრენინგში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, განიხილებიან III-IV კურსის სტუდენტებიც
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (საშუალოზე მაღალი დონე)

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კარგად განვითარებული ტექნიკური უნარ-ჩვევები
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • ინტერესი ციფრული პროდუქტების მიმართ
  • თვითგანვითარებისკენ სწრაფვა
  • აზრის მკაფიოდ გადმოცემის უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა გამოხმაურებისთვის, გთხოვთ მიმართოთ "გაგზავნე CV" ღილაკს

გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV