მცხობელი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
ხელფასი: 600 +ბონუსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!



ანაზღაურება: 600 ლარი

სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე.



მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ცომეული პროდუქციის მომზადება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური პროცესის სრული სიზუსტით დაცვა და არსებული მარაგების კონტროლი;
  • ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;



აუცილებელი მოთხოვნა:

  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;



პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;



თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „მცხობელი“.



გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907