ბელბოი

თბილისი სრული განაკვეთი Hotel King David
ხელფასი: 350
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)

Hotel King David აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე:

  • სამუშაო საათები: ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკით.
  • ხელფასი: 350 ლარი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 142

ძირითადი მოვალეობები:

  • შეხვდეს და დაეხმაროს სასტუმროს სტუმრებს მიიტანოს სტუმრების ბარგი ოთახამდე
  • უზრუნველყოს სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით შენახვა/ დაბინავება
  • თავაზიანად უპასუხოს სტუმრების კითხვებს და დააკვალიანოს ისინი;
  • გაუწიოს სტუმრებს სხვა რელევანტური ტიპის დახმარება
  • ჩაერთოს სასტუმროს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (საშუალოდ) და რუსული (საშუალოდ)
  • მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევების ქონა
  • კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების ქონა
  • თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, ორგანიზებული, მოწესრიგებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: info@hotelkingdavid.ge

ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.