შიდა აუდიტის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიტის პროექტების ჩატარება აუდიტის წლის გეგმის შესაბამისად;
  • შიდა აუდიტის სამსახურის გეგმის შედგენაში მონაწილება;
  • შიდა აუდიტორულ შემოწმებებში მონაწილეობის მიღება კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულებით როგორც ჯგუფის წევრის, ასევე ჯგუფის ხელმძღვანელის როლში;
  • შემოწმების დროს შემდეგი მოვალეობების შესრულება:
  • შემოწმების პროგრამის დაგეგმვა და ფორმირება;
  • აუდიტორული პროცედურების განხორციელება;
  • რეკომენდაციების მომზადება;
  • შემოწმების შედეგების დოკუმენტირება და აუდიტორული მტკიცებულებების ფორმირება;
  • შიდა აუდიტის უფროსთან და კომპანიის ხელმძღვანელთან შემოწმების შედეგების განხილვა და შეთანხმება;
  • რისკების მონიტორინგის სისტემების რეალიზება კომპანიის საქმიანობაში;
  • კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში. სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
  • განხორციელებული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი და „Follow-up“ შემოწმებების ჩატარება;
  • ბიზნეს-პროცესებზე პასუხისმგებელი პირების კონსულტირება შიდა კონტროლის სისტემების და პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
  • კომპანიის პროცესების რისკების რუკის შედგენა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით;
  • CIA/АССА/CPA/CISA სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორის თანამდებობაზე, შიდა უდიტის/კონტროლის/რისკების შეფასების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება "დიდი ოთხეულის" აუდიტორულ კომპანიებში, და/ან კომუნალური მომსახურების/ენერგეტიკის სფეროებში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების, რისკზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის, რისკ-მენეჯმენტის და კორპორატიული მართვის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით კი Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შესაძლო მივლინებებისთვის მზაობა.


პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;



დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრისა.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.