სამზარეულოს ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ფუდ ალიანსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: კვების ტექნოლოგი (Q&A)

კომპანია ფუდ ალიანსი აცხადებს შერჩევას სამზარეულოს ოპერატორის პოზიციაზე.

ფუდ ალიანსი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს კროასანებსა და პურს. იხსნება მისი პირველი საწარმო საქართველოში, რომელსაც არ ყავს ანალოგი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაოს დაწყებამდე სამუშაო ადგილის მზადყოფნის შემოწმება - აღჭურვილობის და სამუშაო ადგილის სისუფთავე, ნედლეულისა და ნახევრად მზა პროდუქტების ხელმისაწვდომობა საკმარის რაოდენობით.
  • სამუშაოს დაწყებამდე ნედლეულისა და ნახევრად მზა პროდუქტის ხარისხის შემოწმება (სუნი, არაბუნებრივი ფერი და ა.შ.);
  • დღის განმავლობაში მიყვეს ცვლის უფროსის ინსტრუქციებს;
  • დღის განმავლობაში მიყვეს წარმოებით არჩეული ტექნოლოგიის საწარმო პროცესს;
  • დღის განმავლობაში ნედლეულისა და მასალების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და არ ყოფნის შემთხვევაში ცვლის უფროსისათვის სასწრაფოდ ინფორმაციის მიწოდება.
  • დღის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდეს კუთნილ სამუშაო ადგილზე და დატოვოს მხოლოდ ცვლის უფროსის ნებართვით;
  • პროცედურისა და სამზარეულო ტექნიკის დაზიანებებზე ცვლის უფროსის დროული ინფორმირება;
  • სამუშაო ადგილის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, სამზარეულოს აღჭურვილობის საწარმოო შენობაში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება;
  • ინვენტარიზაციის, ტექნიკის და მექანიზაციის საშუალებების უსაფრთხოების წესების დაცვა და ინსტრუქციების ცოდნა.
  • ცვლის ბოლოს სამუშაო ადგილის შემდეგი ცვლისათვის მომზადება;
  • კანდიდატმა უნდა შეასრულოს წარმოების დირექტორის, ცვლის უფროსის გონივრული მოთხოვნები და ინსტრუქციები;
  • ადმინისტრაციის ინფორმირება ყველანაირი გამონაკლისის გარეშე ყველა ფაქტებზე, რომლემაც შეიძლება მიაყენოს ზიანი საწარმოს, ბიზნეს რეპუტაციას, გუნდის მორალურ და ფსიქოლოგიურ კლიმატს, გავლენას ახდენს/მოახდენს წარმოების პროცესის მდგომარეობაზე, საწარმოს მოგებაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია საცხობში ან წარმოებაში მუშაობის 0-დან 2 წლამდე გამოცდილება.
  • კანდიდატმა უნდა იცოდეს წარმოებისთან დაკავშირებული რეგულაციები, ბრძანებები, მარეგულირებელი დოკუმენტების ფორმირება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: foodalliancefd@gmail.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!