ღუმელის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ფუდ ალიანსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი

კომპანია ფუდ ალიანსი აცხადებს შერჩევას ღუმელის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუდ ალიანსი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს კროასანებსა და პურს. საქართველოში იხსნება მისი პირველი საწარმო, რომელსაც ამ ინდუსტრიაში არ ჰყავს ანალოგი.

ძირითადი მოვალეობები:

  • აღჭურვილობის და სამუშაო ადგილის სისუფთავის კონტროლი;
  • სამუშაოს დაწყებამდე ნედლეულისა და ნახევრად მზა პროდუქტის ხარისხს შემოწმება;
  • ხარისხიანი პროდუქციის, საჭირო რაოდენობის და ცვლის მოთხოვნიდან გამომდინარე პროდუქციისთვის სწორ პროპორციებში ნედლეულის შეზავება/გამზადება;
  • ნედლეულისა და ნახევრად მზა პროდუქტების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
  • კოლექტიური ფინანსური პასუხისმგებლობის კონტროლი;
  • უსაფრთხოების ზომების დაცვა ინვენტარის ხმარებისას; ინსტრუქციების ცოდნა;
  • ადმინისტრაციის ინფორმირება წარმოების პროცესის მდგომარეობის შესახებ;
  • ცვლის ბოლოს, სამუშაო ადგილის მომზადება შემდეგი ცვლისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

  • საცხობში ან წარმოებაში მუშაობის 0- დან 2 წლამდე გამოცდილება;
  • წარმოებისთან დაკავშირებული რეგულაციები, ბრძანებები, მარეგულირებელი დოკუმენტების ფორმირების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე- Foodalliancehr@gmail.com , გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!