ვიდეო მონიტორინგის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვიდეო მონიტორინგის კამერების, მობილური კამერებს და რაციების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • აღნიშნული ტექნიკის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში დიაგნოსტირება და პრობლემის დროულად და ეფექტურად აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;
  • ვიდეო კამერების ინსტალაციის და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება;
  • ავტომობილის მართვის მომწმობა (B კატეგორია).

პიროვნული მახასიათებლები:

  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.