სადოქტორო სტიპენდია 2019

თბილისი YIC
ტენდერი/კონკურსი: კონკურსი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: სადოქტორო პროგრამები

მომავალი დოქტორების საყურადღებოდ!

  • გინდა გახდე დოქტორანტი და გაქვს საინტერესო იდეა სადოქტორო თემისთვის?
  • ხარ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონს სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?
  • გსურს იკვლიო ძალიან მნიშნვნელოვანი თემა და გჭირდება ხელშეწყობა შენი იდეების განსახორციელებლად?
  • მუდმივად ეძებ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?
  • მზად ხარ შეეჭიდო რთულ და საინტერესო პრობლემებს?
  • არ გაშინებს ტექნიკური და ნახევრად ტექნიკური საკითხების შესწავლა?
  • B1/B2 ან უფრო მაღალ დონეზე იცი ინგლისური და/ან რუსული ენები?
  • გინდა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში?

ამ კითხვებიდან მინიმუმ 6-ს დადებითად თუ პასუხობ, მაშინ ეს განაცხადი შენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა!

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი აცხადებს კონკურსს სტიპენდიებზე დოქტორანტურის გავლის მსურველთათვის შემდეგი მიმართულებებით:

  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;
  • ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა;
  • ხელოვნური ინტელექტი.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარები, მხარი დაუჭიროს მეცნიერული კვლევის პროცესში და დაეხმაროს მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში.

დაფინანსება:

  • ცენტრის მიერ გაცემული სადოქტორო სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს.
  • მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3 წელი. 2019 წელს დაფინანსდება 10 დოქტორანტი.

სტიპენდიის მოპოვებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - youth.innovative.center@gmail.com

  • რეზიუმე (უმჯობესია ქართულ ენაზე);
  • მოკლე ინფორმაცია საკვლევი პრობლემატიკის თაობაზე (საკვლევი პრობლემატიკის სფერო და მოკლე აღწერილობა);
  • რეკომენდაციები (სასურველია);
  • თემის მომავალი სავარაუდო ხელმძღვანელის რეზიუმე (სასურველია);

გთხოვთ მიუთითოთ სავარაუდო ხელმძღვანელი და უნივერსიტეტი (როგორც უნივერსიტეტი, ასევე ხელმძღვანელი შესაძლოა შეცვალოთ).

მეილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: “სადოქტორო სტიპენდია - სფერო” (თქვენი საკვლევი პრობლემატიკის შესაბამისი სფერო, მაგ: “სადოქტორო სტიპენდია - სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები”).

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!