გაყიდვების ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების ანალიტიკოსი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ კომერციულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00

ძირითადი ფუნქციები:

  • გაყიდვებისა და სხვა მონაცემების საფუძველზე რეგულარული რეპორტების წარმოდგენა პროდუქტების ფასების, მარჟების, გაყიდვების და სხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით
  • გაყიდვების პროგნოზირების ხელშეწყობა გაყიდვებისა და სხვა მონაცემების ანალიზის საშუალებით
  • მაღაზიების პლანოგრამების პროგრამის დანერგვა და განვითარება
  • კომუნიკაცია მომწოდებლებთან პროგრამის დანერგვისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის
  • გაყიდვების ანალიზის საფუძველზე მაღაზიებში პროდუქტების განლაგების პლანოგრამების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადების გამოცდილება
  • MS Office (MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე)
  • ინგლისური და რუსული ენა

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება
  • სწრაფი ათვისების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 სექტემბერი, 2019 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“ - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.