მიმტანი

ბათუმი სრული განაკვეთი GLI
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

რესტორანი ,,არგო“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი (დასახლება ფერია, საბაგირო გზის ზედა სადგური)

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (გრაფიკის შესაბამისად)

გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

ანაზღაურება: შეკვეთების შედეგად მიღებული შემოსავლის 5.62 %-ს საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სარესტორნო მომსახურების სტანდარტების კარგად ცოდნა;
  • საკომუნიკაციო დონეზე ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@bellevuebatumi.com, გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/მიმტანი “, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ,,GLI“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.