Account Manager

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), კორპორატიული კლიენტები (B2B), კლიენტების მომსახურების მენეჯერი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE- ვებ-გვერდის განყოფილებაში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

გაინტერესებთ გაყიდვების სფერო და გსურთ გაიღრმაოთ ცოდნა აღნიშნული მიმართულებით? დასაქმების სააგენტო ეიჩარი მოგცემთ საშულებას დაამყაროთ ურთიერთობა საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან. თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

სამუშაოს აღწერა:

  • არსებული პორტფელის მართვა
  • სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
  • სრული ინფორმაციის მიწოდება ვებ-გვერდის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
  • საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება/წარმართვა
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook)
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (საშუალოზე მაღალი დონე) რუსული (საშუალოზე მაღალი დონე),


პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

დამატებითი პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30
  • კომპანია ახდენს თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფას
  • კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: project19@hr.ge

გისურვებთ წარმატებას!