ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი საფირმო მაღაზია ლოიდლი
ხელფასი: 750
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი

კომპანია „ლოიდლი“ - კომპანიას გააჩნია საქართველოს ძეხვისა და ხორცპროდუქტების ბაზარზე წარმატებული ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება – მისი ბიზნეს საქმიანობის შედეგი გახლავთ უპრეცენდენტო სასაწყობე მეურნეობა და სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა. კომპანია „ლოიდლი“ ასევე გახლავთ, ავსტრიული კომანია „ლოიდლის“ პარტნიორი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

კომპანია „ლოიდლი“ აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი ობიექტების ათვისება
  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტებზე პროდუქციის განლაგების შემოწმება პლანოგრამასთან თანხვედრის მიზნით, მერჩენდაიზინგი;
  • ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და პრისეილერის ინფორმირება;
  • ყოველი დღის ბოლოს ვადაგასული პროდუქციის აღწერა და საწყობისთვის მიწოდება.
  • ობიექტისგან თანხის აღება;
  • დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების /ჩგდ-ს ბუღალტერიისთვის გადაცემა;
  • მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
  • ქონებრივი უზრუნველყოფა (მანქანით)

პიროვნული უნარები და თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • შრომისმოყვარეობა.

ანაზღაურება:მინიმალური-750.00 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@loidl.ge ; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!