სამეურნეო/დასუფთავების განყოფილების მენეჯერი ქუთაისში

ქუთაისი სრული განაკვეთი Best Western Kutaisi
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)

Best Western Kutaisi აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო/დასუფთავების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • გუნდთან ერთად მუშაობა და სტუმრების კმაყოფილებისა და მათი მოლოდინის გადაჭარბების უზრუნველყოფა
  • კლიენტების შენიშვნების გათვალისწინება და პრობლემების გადაჭრა მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით
  • აქტიური ჩართულობა თანამშრომლების აყვანის და ტრეინინგების პროცესში.
  • სამუშაო გუნდთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება და მათ კმაყოფილებაზე ორიენტირება
  • დიასახლისების სამუშაო გეგმის კონტროლი და დასვენებების წინასწარ გაწერა
  • სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • ყოველდღიურ/ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება
  • სასტუმროს მენეჯერთან ერთად წლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • სასტუმროში მაქსიმალური სისუფთავის დაცვა
  • პასუხისმგებელი საწყობის კონტროლსა და შევსებაზე
  • შეკვეთების გაცემის და მიღების უზრუნველყოფა
  • ყოველდღიური დასუფთავება/დალაგების გეგმის მომზადება
  • სამრეცხაოს მომსახურების კოორდინირება
  • საჭიროების შემთხვევაში დიასახლისების საქმის შეთავსება

რეპორტინგი:

  • სასტუმროს მენეჯერი

პროფილი:

გამოცდილება:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

ტექნიკური უნარები:

  • კომპიუტერული უნარები (World, Excel)
  • PMS Opera - მიენიჭება უპირატესობა

ენები:

  • ქართული
  • რუსული
  • ინგლისური

მენეჯერული უნარები:

  • გუნდური მუშაობა
  • შრომისმოყვარე
  • ხარჯების და დეტალების კონტროლზე ორიენტირებული
  • სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: gm@bwkutaisi.com