ლუდის ჩამომსხმელი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
გაყიდვები: საცალო კლიენტთა მომსახურება

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ხელზე ასაღები ანაზღაურება: 450-500 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება - ანაზღაურება 500 ლარი.

4 სამუშაო დღე, 3 დღე დასვენება - ანაზღაურება 450 ლარი.

ასაკი: 18 წლიდან

მოვალეობები:

  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • კონსულტაციის გაწევა პროდუქციისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  • კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@fresco.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 591126277

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907