ფიზიკური პირების წინასწარ კვალიფიკაციას ხატვის მასწავლებელი - ფასილიტატორი

თბილისი World Vision
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი

World Vision International-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს

ფიზიკური პირების წინასწარ კვალიფიკაციას: ხატვის მასწავლებელი - ფასილიტატორი

ვორლდ ვიჟენი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.wvi.org/georgia.

ვორლდ ვიჟენის ფილიალი საქართველოში იწვევს ხატვის მასწავლებლებს წინასწარ კვალიფიკაციის და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია:

  • წინასწარი კვალიფიკაციის ფორმა ინდივიდუალური კონსულტანტებისთვის (თანდართულის მიხედვით)
  • ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).
  • ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური (თანდართულია).
  • შევსებული ფასების ცხრილი და კითხვარი (თანდართულის მიხედვით)

განმარტებებისთვის მიმართეთ

World Vision International-ის ფილიალი საქართველოში

18/17 ი. იმედაშვილის ქ. თბილისი

ელ.ფოსტა: Geoo_tender@wvi.org

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geo_Procurement@wvi.org, ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 19 სექტემბერი 2019, 15:00. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: “Painting Teacher”. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ იქნება განხილული.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა