დღის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
ხელფასი: 450 - 500 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას დღის კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!



ანაზღაურება: 450 ლარიდან



მოვალეობები:

  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  • კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;



პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;



თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „დღის კონსულტანტი“.



გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: +995 32 2 907 907; +995 571 442424; +995 598 119331