ღამის ცვლის რეცეფციონისტი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო KMM
ხელფასი: 500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის რეცეფციონისტის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალების ფარგლებში დეპარტამენტის ამოცანების განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • აუცილებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი, სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • კვებით უზრუნველყოფას

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შეს., მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10 ანაზღაურება: 500 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი

სამუშაო გრაფიკი:

რეცეფციონისტი (ღამის ცვლა): ყოველ მესამე დღეს 18:00 საათიდან 09:00 საათამდე

დაინტერესებულ პირებს, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ღამის ცვლის რეცეფციონისტი"

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.

სასტუმრო KMM გისურვებთ წარმატებებს!