მოლარე-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნო კრედიტ პლიუსი
ხელფასი: 500 - 700
ბუღალტერია/ფინანსები: მოლარე (ბუღალტერია)

კომპანია "ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით, მინიმალური 500 – 600 – 700 ლარი (ხელზე ასაღები) + კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა.

ფილიალები მუშაობს დილის 09:30 საათიდან ღამის 03:00 საათამდე, მცოცავი გრაფიკი. (დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფს კომპანია)

მოთხოვნები :

  • მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს მოლარე ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, ვისაც გააჩნიათ ტექნიკის მაღაზიებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკის შემოწმება და სასესხო თანხების გაცემა;
  • ფულადი შენატანების მიღება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • დალომბარდებული ნივთის საწყობში დაბინავება.
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;


დაინტერესებული კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება (მაქს. 1 თვე). ანაზღაურება მოიმატებს გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე(CV) ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: infotechnocredit@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დამატებითი ინპორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებ-მისამართზე:https://technocredit.ge

გისურვებთ წარმატებას!