სასტუმროს მენეჯერი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Golden Nugget Tbilisi
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი

სასტუმრო "Golden Nugget Tbilisi " აცხადებს სასტუმროს მენეჯერის პოზიზიციაზე ვაკანსიას.

მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს ეფექტური მართვა, სტრატეგიული გეგმების განსაზღვრა და განხორციელება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, სამიზნე სეგმენტების განსაზღვრა და მოზიდვა;
  • მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან, ტურისტულ და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
  • პერსონალის მართვა, შერჩევა, სამსახურში აყვანა;
  • სასტუმროს ჯავშნების მართვა;
  • სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
  • არსებული პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
  • გენერალური მენეჯერისთვის რეგულარული ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასტუმროს (სტუმარმასპინძლობის) ინდუსტრიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა და სასტუმროს საოპერაციო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;


პიროვნული თვისებები:

  • აქტიური, ინიციატივის მქონე და შედეგზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და კონფლიქტური ვითარების განმუხტვის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n.osikmashvili@yahoo.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.