აგროსაწარმოს ოპერატორი ბოლნისში

ბოლნისი, სხვა სრული განაკვეთი მზიანი მოსავალი
ხელფასი: 1000
სოფლის მეურნეობა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ოპერატორი

შპს “მზიანი მოსავალი” საქართველოში რეგისტრირებული წამყვანი აგროკომპანიაა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველ საწარმოს და დაახლოებით 200 (ორასი) ჰექტარ მიწას.

შპს “მზიანი მოსავალი” აცხადებს ვაკანსიას აგროსაწარმოს ოპერატორის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩართულობა და დახმარება აგროღონისძიებების ჩატარების დროს. ნათესი მინდვრების მონიტორინგი, მცენარეთა დაავადებების პრევენცია და კონტროლი;
  • დასაწყობებული ბოსტნეულის შენახვის პირობების კონტროლი;
  • აგროტექნიკის და მექანიზაციის საშუალებების ოპერირება.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს დაუზარელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სურდეს ახალი მიმართულებების ათვისება.

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

დამატებითი შეთავაზება: ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავით ან ტრანსპორტირებით უზრუნველჰყოფა, კორპორატიული ტელეფონი;

სამუშაო ადგილი: ბოლნისი, სოფელი სავანეთი

სალაპარაკო ენები: ქართული და რუსული;

გამოსაცდელი ვადა: 2+4 თვე

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 577 678 879 და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Maia.Lobjanidze@frixx.ge