პროფილაქტიკის ტექნიკოსი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია
განათლება: პროფესიული კოლეჯი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

საერთაშორისო კომპანია „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“ აცხადებს შერჩევას პროფილაქტიკის ტექნიკოსის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია წარმოადგენს უახლეს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომლის პროდუქცია დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მათი საქმიანობა დაკავშირებულია სათამაშო პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნასთან, წარმოებასთან და მათ გავრცელებასთან მსოფლიო მასშტაბით.



ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებულ აპარატურაზე და მის მაკომპლექტებელ ნაწილებზე გაწმენდით/პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება
  • ელექტრული მოწყობილობების დიაგნოსტიკა/შეცვლა/შეკეთება
  • ჩატარებულ სამუშაოზე დღიური მოხსენების მომზადება



ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • ელექტრო ტექნიკის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
  • 1 წლიანი გამოცდილება ელექტრო მოწყობილობებთან და მათ შეკეთებასთან დაკავშირებული მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუცილებელია მექანიკური ძრავის ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • ყურადღება დეტალების მიმართ,პასუხისმგებლობის გრძნობა



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: Eurogamestechnologyhr@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!