გაყიდვების კონსულტანტი ნახევარი განაკვეთი

თბილისი ნახევარი განაკვეთი Gtex
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია ,,ჯითექსი“ 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova.

აღნიშნული ვაკანსია შესაძლოა საინტერესო იყოს სტუდენტებისთვის, რომლებიც შეძლებენ სწავლასთან მუშაობის თავისუფლად შეთავსებას, ასევე, ახალგაზრდა მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ ძირითადი დრო შვილებთან ერთად გაატარონ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
  • უზრუნველყოს საქონლის საკმარისი როდენობით არსებობა დარბაზში;
  • უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
  • უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
  • გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით)

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

  • ერთმანეთის მხარდაჭერა;
  • ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
  • სიახლეებისადმი ღიაობა;
  • იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
  • მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

  • სამუშაო გრაფიკი: ნახ. განაკვეთი (დღეში 4 სთ)
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ფილიალის ლოკაციის მიხედვით;
  • სტაჟირების ვადა: 5 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის გამოგზავნისას: ,,consultant/part time“

წარმატებებს გისურვებთთ!