სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

  • მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
  • აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
  • ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგარამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
  • აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.