დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი პატიო-არტ
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი

კომპანია პატიო არტი აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის თანამდებობაზე.

შესასრულებელი სამუშაო და პასუხისმგებლობა:

აბრები:

  • აბრების დიზაინის შემუშავება ნულიდან ან ბრენდბუქზე დაყდრნობით;
  • ფოტომონტაჟის მომზადება ტექნიკური ნახაზის ზომების მითითებით;
  • მერიასთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება.
  • საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალიზაცია

სარეკლამო კონსტრუქციების დიზაინი:

  • სტენდები, როგორც პროდუქციისთვის, ასევე საგამოფენო სივრცისათვის;
  • სავაჭრო კუნძულები;
  • პილონები;
  • სხვადასხვა ტიპის მანიშნებლები;
  • სადგამები სარეკლამო და მარკეტინგული მასალებისთვის.
  • საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალიზაცია

საჭირო პროგრამები:

  • Corel DRAW - კარგად (ძირითადი სამუშაოებისათვის) (სავალდებულოა)
  • Photoshop - კარგად (ძირითადი სამუშაოებისათვის);
  • Auto Cad ან Archi Cad - ელემენტარული;
  • 3D ვიზუალიზაციისათვის - ნებისმიერი პროგრამა.

ძირითადად მუშაობა მოგიწევთ შემდეგ თანამშრომლებთან:

  • არტ დირექტორი;
  • ტექნიკური დირექტორი;
  • კლიენტ სერვისის მენეჯერი;
  • ტექნიკური მენეჯერი;
  • კონსტრუქტორი;
  • დანადგარებზე მომუშავე ოპერატორები;
  • უშუალოდ კლიენტებთან - ძირითადად ტელეფონით და ონლაინ.

იმყოფებით უშუალოდ არტ დირექტორის დაქვემდებარებაში.

ასევე:

  • საჭირო და აუცილებელია, მუდმივი პროფესიული ზრდა, რისი საშუალებაც კომპანიაშივე გექნებათ;
  • ასევე დროთა განმავლობაში, უნდა შეძლოთ კონსტრუქციული ნახაზის შექმნა წარმოებაში გადასაცემად;
  • დანადგარების პროგრამის (სოფტის) მუშაობის პრინციპის ცოდნა, სხვადასხვა ტიპის საბეჭდი დანადგარების ბეჭდვის ტექნოლოგიებში გარკვევა და ასევე საწარმოში ყველა გამოყენებადი მასალის ცოდნა და პლიუსებისა და მინუსების გარჩევა;

სამუშაო გრაფიკი:

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის გათვალისწინებით, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც საჭიროა არასამუშაო/დასვენების დღეს მუშაობა.

  • დასვენების დღე და შვებულება თანხმდება წინასწარ

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად, ზრდის პერსპექტივით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV (სასურველია ფოტოსურათით) და პორტფოლიო ნებისმიერი სახით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@patioart.ge