პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ქართული, ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

კომპანია „დასაქმების სააგენტო ეიჩარი” ეძებს კანდიდატს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა და შეფასება;
  • მოთხოვნების დოკუმენტაციის ანალიზი;
  • ტესტ ქეისების შექმნა და შესრულება;
  • ტესტ ქეისების მიხედვით ავტომატური ტესტირების სკრიპტების შექმნა;
  • ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების რეპორტინგი;
  • მუდმივი კომუნიკაცია დეველოპმენტის გუნდთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • აუცილებელია SQL საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია რომელიმე პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა (c# და javascript ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია HTML / CSS საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ამ პოზიციაზე;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროცესში მუშაობის სურვილი და მიღებული მეთოდოლოგიის პატივისცემა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რუტინული სამუშაოს შესრულების უნარი;
  • ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;

კომპანიის შესახებ:

დასაქმების სააგენტო ეიჩარი 10 წელიწადზე მეტია რაც ბაზარზე მოღვაწეობს.

ჩვენი ვებ გვერდები საქართველოში: www.HR.ge, www.CV.ge, www.doctor.ge, www.chefs.ge

ყაზახეთში: Jobs.kz

ორგანიზაციაში არის კომფორტული, სასიამოვნო გარემო, პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი და ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV