სადაზღვევო კომპანია ალდაგი

logo

"ალდაგი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლის ბოლოს "ალდაგი"-ს აქციების 100% სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-მ შეიძინა. “ბისიაი” 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი საქართველოს ბანკია. 2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: “ალდაგი”-მ შეიძინა სადაზღვევო კომპანია “სელბი”, ხოლო “ბისიაი”-მ – “ევროპეისი”. 2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია გაჩნდა. ალდაგი ბისიაი 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. ალდაგი ბისიაიში შესაძლებელია ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი იყო ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც ინდივიდუალური სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა დაიწყო. 2006 წლიდან ნებისმიერ კერძო პირს საშუალება აქვს შეიძინოს ავტოდაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის მუშაობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს: • მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება • მოქნილი, ინდივიდზე მორგებული პროდუქტები • მარტივი პროცედურები • მოქნილი სატარიფო პოლიტიკა • სადაზღვევო შემთხვევის ეფექტური დარეგულირება