
ელ. ფოსტა:
"იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე" საქმიანობას ეწევა სამართლის შემდეგ დარგებში:
- საკორპორაციო (ბიზნეს) სამართალი;
- სახელშეკრულებო სამართალი, გარიგებები;
- საოჯახო სამართალი;
- მემკვიდრეობითი სამართალი;
- შრომითი ურთიერთობები;
- უძრავი ქონება და მშენებლობა;
- ბანკები და დაზღვევა;
- ფინანსები და ფასიანი ქაღალდები;
- ინტელექტუალური საკუთრება;
- საგადასახადო სამართალი;
- ტრანსპორტი და კომუნიკაციები;
- ადმინისტრაციული და საჯარო სამართალი;
- სახელმწიფო შესყიდვები;
- გაკოტრების სამართალი;
- პრივატიზაცია;
- ლიცენზიები და ნებართვები.
"იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე"-ს მიერ შემოთავაზებული მომსახურების პაკეტი მოიცავს (და არ შემოიფარგლება):
- ხელშეკრულების მომზადებას;
- ზეპირ და წერილობით სამართლებრივ კონსულტაციას;
- წერილობითი სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;
- საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას;
- კერძო და სახელმწიფო ორგანოებთან კლიენტის წარმომადგენლობას და მისი ინტერესების დაცვას;
- ყველა სახის სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტის დაფუძნებას;
- კორპორაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში (მათ შორის კომპანიის შიდა მოწყობა, კომპანიის რეორგანიზაცია, პარტნიორებს შორის ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობა, სახელშეკრულებო ურთიერთობა და სხვა) მონაწილეობის მიღებას;
- ხელშეკრულების და ბიზნეს პროექტის სამართლებრივ ანალიზს;
- ყველა ინსტანციის სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვას და საქმის წარმოებას;
- არბიტრაჟში კლიენტის ინტერესების დაცვას და საქმის წარმოებას.
მომსახურების განხორციელება წარმოებს, როგორც იურიდიული კომპანიის, აგრეთვე კლიენტის ოფისში ვიზიტით, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, ინგლისურ და რუსულ ენებზეც.