Bakashvili and Company

logo

შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია”არის ქართული კომპანია, რომელიც კარგად იცნობს ადგილობრივ რეალობასა და ნაციონალურ-კულტურულ თავისებურებებს. კომპანია თავისი საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილებით ერთერთი პირველთაგანია საქართველოს აუდიტორული საქმიანობის ბაზარზე. შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” დაფუძნებულია 1995 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისში. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს და უცხოეთის სამეურნეო სუბიექტების, ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, დაბეგვრის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმება და კონსულტაციები ეკონომიკური ქცევის კონცეპტუალურ მიმართულებებისა და დაბეგვრის საკითხებზე. შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1995 წლის 12 სექტემბერს (რეგისტაციის #5ა/4-101).