უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO

logo

ვებ–საიტი: www.facebook.com/www.uniko.ge/

ელ. ფოსტა: info@uniko.ge

ჩვენ შესახებ

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO უკვე 14 წელია ერთგულად ემსახურება ქართველ და უცხოელ მსმენელებს. დაფუძნების დღიდან მოყოლებული, სასწავლო ცენტრმა გადაამზადა 10 ათასობით ადამიანი. ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, მსმენელთაგან დასაქმებული არის  60%. 

 

ჩვენი მიზანია მსმენელთა მოსამზადებლად გამოვიყენოთ ყველა ინოვაციური მეთოდი და თანამედროვე სტანდარტი.

 

აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. სასწავლო პროგრამა მორგებულია მსმენელთა მოთხოვნაზე. მეცადინეობები არის ინდივიდუალური და ინტერაქტიული. UNIKO გთავაზობთ ხელსაყრელ ფასებს, ინფრასტრუქტურას და ადგილმდებარეობას.

 

UNIKO აკადემიაში თქვენ შეიძენთ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, განვითარდებით, როგორც პროფესიონალი, გაიღრმავებთ არსებულ რესურსებს, იპოვით სასურველ საქმიანობას, გახდებით კონკურენტუნარიანი და გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

ჩვენთან მიმდინარეობს მრავალდარგობრივი სასწვლო კურსები, ტრენინგები, ლექციები და მასტერკლასები. კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაროთ სტაჟირება ბანკებში, აფთიაქებში, რედაქციებსა თუ სხვადასხვა ოფისებში. ეს კი წარმატების უპრეცედენტო შანსია.

 

UNIKO აკადემიის კურსები უნივერსალურია: აბიტურიენტების მომზადება, სტუდენტთა გადამზადება თუ ნებისმიერი მსმენელის ინდივიდუალური მეცადინეობა.

 

აკადემია მსმენელებს ეხმარება თავი დაიმკვიდრონ მუდმივად ცვალებად გარემოში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

ჩვენთან სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხარისხი კი ფასზე მაღალი. www.uniko.ge