
ელ. ფოსტა: giimpex.nk@gmail.com
ფარმაცევტული კომპანია შ.პ.ს. ჯი-აი იმპექსი
ფარმაცევტული და სამედიცინო სფეროს ოპერატორი 2003 წლიდან
ჩვენი კომპანია დაარსდა 2003 წელს და მას შემდეგ ითავსებს დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას: ერთის მხრივ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და სამედიცინო ტექნიკის მწარმოებლებს, ხოლო მეორეს მხრივ, აფთიაქებსა და კლინიკებს შორის.
ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერა მიმდინარეობს მათი მოთხოვნების რეალურ დროში დაკმაყოფილების გზით და მოიცავს მომსახურების მთლიან ციკლს.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია და მომსახურება შეესაბამება GMP-ის, ISO-ს და CE-ს სტანდარტებს.
მედიკამენტები
ჩვენი პროაქტიული მოქმედება საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ პერმანენტულ რეჟიმში გავაანალიზოთ თანამედროვე თერაპიის ახალი ტენდენციები და მზარდ ბაზარზე დავნერგოთ, როგორც ორიგინალური, ასევე ჯენერიკული მედიკამენტები ღირებულების ოპტიმიზირების მიზნით.
სამედიცინო დანიშნულების საგნები
ჩვენს მიერ მოწოდებული ფართო სპექტრის პროდუქცია წარმოებულია და სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის მოთხოვნების მკაცრი დაცვით, რადგან ჩვენს მიერ მოწოდებული სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მთავარი პრიორიტეტი სანდოობაა. „ჯი აი იმპექსის“ სამედიცინო მომსახურება ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებუილი, დახვეწილი და ამავდროულად უსაფრთხოა. ჩვენთვის მთავარი სანდობაა!