გეოტრანსლეიტი...

logo

ელ. ფოსტა:

მთარგმნლობითი კომპანია GeoTranslate არის პროფესიონალ მთარგმნელთა ჯგუფი მუშაობის 12-წლიანი გამოცდილებით. თანამშრომლებს აქვთ უმაღლესი განათლება და მთარგმნელობით სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გითარგმნით მასალებს ნებისმიერი სფეროდან – დაწყებული კერძო კორესპონდენციიდან – სამედიცინო, იურიდიული, ტექნიკური და ა.შ.; აგრეთვე შესაძლებელია უკვე თარგმნილი მასალის კორექტირება და რედაქტირება. გარდა ამისა, ჩვენი ბიუროს სპეციალისტებს შეუძლიათ შეიმუშაონ სარეკლამო და სპეციალიზებული ტექსტები სხვადასხვა ინტერნეტ-პროექტებისა და ვებ-გვერდებისთვის, გაუწიონ მომსახურება ვებ-ბიზნესის ენობრივ მხარეს.

მთარგმნლობითი კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა და კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა. ასევე, გარანტიას ვიძლევით დადგენილ დროში თქვენი შეკვეთის ხარისხიანად შესრულებაზე. ამასთანავე, გთავაზობთ საუკეთესო ფასებსა და ხარისხს.

ჩვენი მთარგმნლობითი კომპანიის ფასები მთარგმნელობით მომსახურებაზე არის დაბალი! ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ფასები უფრო ნაკლებია, ვიდრე მთარგმნელობითი მომსახურების საშუალო ფასი ბაზარზე. გარდა ამისა, ჩვენთან მოქმედებს ფასდაკლების სისტემა დიდი მოცულობის სათარგმნის შეკვეთის შემთხვევაში და მუდმივი კლიენტებისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ და შევასრულოთ ყველაზე სწრაფი თარგმანი. GeoTranslate- ს გააჩნია საკმარისი რესურსები სწრაფი და რთული თარგმნის შესასრულებლად.

მთარგმნლობითი კომპანი ა ორიენტირებულია, როგორც თარგმანის შესრულებაზე ბიუროში ვიზიტით, ასევე მომსახურების გაწევაზე ინტერნეტის საშუალებით. მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველგან შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით. თქვენ საშუალება გაქვთ, გააფორმოთ შეკვეთა და მიიღოთ შესრულებული თარგმანი ოფისიდან/სახლიდან გაუსვლელად. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ გაწეული მომსახურების ღირებულება როგორც საბანკო გადარიცხვით, ასევე საკრედიტო ბარათის დახმარებით.

მთარგმნელების მაღალი პროფესიონალიზმი, მომსახურების ფართო სპექტრი, შეკვეთის შესრულების ოპერატიულობა, მომსახურების მოხერხებულობა – ეს და სხვა მრავალი – გამოარჩევს ჩვენს მთარგმნელობით ბიუროს და იგი არის ლიდერი ინტერნეტით მთარგმნელობითი მომსახურების მიღების ბაზარზე საქართველოში