ახალი ქალაქი

logo

ელ. ფოსტა: akhaliqalaqi@gmail.com

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ახალი ქალაქი" ოფიციალურად 2014 წლის მაისში დაარსდა, თუმცა მისი დამფუძნებლები სამშენებლო საქმიანობაში გაცილებით ადრე იყვნენ ჩართულნი. ის წარმოადგენს სამშენებლო კომპანია "ლაჰილი"-ს შვილობილ კომპანიას, რომელსაც თავისმხრივ გააჩნია საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება სამშენებლო ბიზნესში. 
 
        სწორედ მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულმა მიზნებმა და ამ მიზნების მისაღწევად დასახულმა ეფექტურმა სტრატეგიამ დაუმკვიდრა "ახლა ქალაქს" უნიკალური ადგილი უძრავი ქონების დეველოპერულ ბაზარზე. კომპანია "ახალი ქალაქი" დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომლის საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების სფეროში პროექტების კომპლექსურ განვითარებას, სამუშაოების სრულ ციკლს პროექტის არქიტექტურულ-კონსტრუქციული დამუშავებიდან აშენებული შენობის ექსპლუატაციამდე, მარკეტინგული კვლევებიდან ფართების გაყიდვა-გაქირავებამდე. კომპანია "ახალი ქალაქი"-ს მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი და სავაჭრო კომპლექსების შექმნა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა, სადაც ყველა ნიუანსი მხოლოდ კლიენტის კომფორტზეა ორიენტირებული. 
 
        კომპანია "ახალი ქალაქი"-ს საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსები სიმყუდროვის , ბედნიერებისა და კომფორტისათვის აუცილებელი ყველა პირობის გათვალისწინებით იქმნება.