მკითხველი .

ელ. ფოსტა:

კომპანია " მკითხველი " აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

კომპანია " მკითხველი " საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს მთელი საქართველოს მაშტაბით. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:



* უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
* სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

 

 

აუცილებელი უნარები:



* კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
* პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
* ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
* ენერგიულობა და სისხარტე;
* მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
* ორგანიზებული და პუნქტუალური;
* გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 - 16:00-მდე ; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტო სურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: mkitkhvelitbilisi@yahoo.com და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში თქვენს მიერ გამოგზავნილი CV არ განიხილება.