კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი

logo

ელ. ფოსტა: info@caucasianhouse.ge

”კავკასიური სახლის” ხედვაა ისეთი კავკასია, სადაც სხვადასხვა ხალხები მშვიდობიანად თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; იმ საერთო კულტურულ სივრცეს, რომელსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, და ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით, სადაც დაცულია სასიცოცხლო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა.

”კავკასიური სახლის”  მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. 

კავკასიური სახლის დევიზია:  ძებნაში ახლის გახსოვდეს სახლი.