ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

logo

ელ. ფოსტა: info@iuhb.ge

შპს Brothers-ი დაფუძნდა 2012 წელს ბათუმში, რომლის მიზანია, რეგიონში ჯანდაცვის სერვისის ბიზნესში უმაღლესი ცოდინის გაზიარება. ამ მიზნით,  ჩვენ დავიწყეთ ჩვენი საერთო დანიშნულების ჰოსპიტალის პროექტი, კერძოდ „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“  რომელიც გაიხსნება 2015 წლის ზაფხულში. 

ჩვენი მისიაა:  გავზარდოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი რომელიმე ეთიკური წესის შეწირვის გარეშე და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ჰოსპიტალური სერვისის სფეროს განვითარებაში.

ჩვენი ხედვა:  ჩვენ მიზნად ვისახავთ, მივაწოდოთ ხალხს მაღალი ხარისხის ჰოსპიტალური სერვისი  ჩვენს გამოცდილ პერსონალთან ერთად, რომლებიც გამუდმებით გადიან ტრენინგებს მათ სფეროში და ვიყოთ საუკეთესო აკადემიური ჰოსპიტალი კავკასიის რეგიონში. 

საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარია.  ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 100-ზე მეტი პროფესიონალი ჩვენს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ეს იქნება პირველი ნოუჰაუ ინვესტიცია საქართველოში, როგორც ინტეგრირებული საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მოიზიდავს არამარტო პაციენტებს ვისაც სურს სათანადო და უსაფრთხო მკურნალობა, არამედ  პროფესიონალებს მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც სურს იმუშაონ უმაღლესი ტექნიკის სისტემებთან რათა გაიუმჯობესონ მათი ცოდნა.    

დასაწყისისთვის,  ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იქნება საერთო დანიშნულების ჰოსპიტალი, მაგრამ ახლო მომავალში ჩვენ სურვილი გვაქვს გავითვალისწინოთ რეგიონალური მოთხოვნები და გლობალურ ფაქტებზე დაყრდნობით გავაუმჯობესოთ ჩვენი საავადმყოფო, მაგალითად ონკოლოგიური მიმართულებით.

როგორც ვიცით ჯანდაცვის სერვისის ბიზნესი წარმორადგენს უნიკალურ სფეროს, რომელსაც სჭირდება უწყვეტი კაპიტალდაბანდება.  სწორედ ამ უნიკალური თვისების გამო, ჩვენ გვირჩევნია ვუწოდოთ მას „ნოუჰაუ ინვესტიცია”. ძირითადი იდეა არის ჯანდაცვის სფეროში სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და ქართველი პროფესიანალების “ტვინის იმიგრაციის” რევერსირება, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში მოღვაწეობენ. 

და ბოლოს, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენ ერთად შევძლებთ გავზარდოთ იმ საზოგადოების ჯანმრთელობის ხარისხი, ვისთან ერთადაც წლებია ვცხოვრობთ.