Sanofi-Aventis Group

logo

ელ. ფოსტა: artur.suleimenov@sanofi.com

სანოფი ინოვაციათა 100-წლიანი მდიდარი ისტორია გააჩნია.

 

სანოფი-ავენტისი დაფუძნდა 2004 წელს, როდესაც სანოფი-სინთელაბომ (1999 წელს სანოფისა და სინთელაბოს შერწყმის შედეგად შექმნილი კომპანია) შეისყიდა ავენტისი (“Hoechst”-სა და “Rhône-Poulenc”-ის შერწყმის შედეგად 1999 წელს ჩამოყალიბებული კომპანია).

სანოფი შეიქმნა 1973 წელს ფრანგული ნავთობ-კომპანიის „Elf Aquataine“-ის მიერ, როდესაც მან ფარმაცევტული ჯგუფი „Labaz“ შეისყიდა. სანოფი გაფართოვდა საერთაშორისო შესყიდვებისა და შიდა წარმოების განვითარების კომბინირებით, რაც გამოიხატა მისი პირველი მთავარი პროდუქტის - ტიკლიდის წარმოებაში ჩაშვებით. სანოფი შევიდა ამერიკულ ბაზარზე 1994 წელს „Sterling Winthrop“-ის შესყიდვის შემდეგ. ინოვაცია კვლავ ცენტრალურ ადგილზე დარჩა და 1986 წელს იგი დაჯილდოვდა პრესტიჟული პრიზით - „გალიენის ჯილდოთი“ ანტი-კოაგულური საშუალების - ჰეპარინის შექმნისა და 1987 წელს - ანტი-თრომბული პრეპარატის ტიკლიდის წარმოებასთან დაკავშირებით.

სინთელაბო ჩამოყალიბდა 1970 წელს, ორი ფრანგული ფარმაცევტული ლაბორატორიის - „Laboratoires Dausse“ (შეიქმნა 1934 წელს) და „Laboratoires Robert & Carrière“ (შეიქმნა 1899 წელს) შერწყმის შედეგად.

 

შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი გლობალური და ადგილობრივი საიტები:

 

www.sanofi.com

 

www.sanofi.ge