SmartBox*

logo

სმარტბოქსი ავტოპროდუქტებისა და მომსახურების განსხვავებულ სივრცეს ქმნის ქართულ საავტომობილო ბაზარზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბრენდების პროდუქციის რეალიზაციით და სწრაფი სერვისების მეშვეობით მომხმარებელი პროფესიონალურ მომსახურებას იღებს საკუთარი ავტომობილისთვის.

ავტობოქსი ითვალისწინებს თითოეული ავტომფლობელის ინტერესებს და კლიენტებთან უშუალო დამოკიდებულებით, ქმნის მომსახურების მოსახერხებელ და კომფორტულ სისტემას. სმარტბოქსი მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ხარისხიანი პროდუქციისა და ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის  შეთავაზებით,  კომპანია ამყარებს გრძელვადიან ურთიერთობას თითოეულ მომხმარებელთან.

სმარტბოქსის მთავარი მიზანია, ახლოს მივიდეს თითოეულ ავტოფარეხთან, ანუ შექმნას მაქსიმალურად მოსახერხებელი ავტობოქსების ქსელი, რომელიც ადვილადმისადგომ წერტილებში იქნება განთავსებული.