MTS *

logo

ელ. ფოსტა: info@mtsgeorgia.com

კომპანია ემტეეს დაარსდა 2008 წელს. დღეისათვის იგი წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ სისტემურ ინტეგრატორს და გადაწყვეტილებების მომწოდებელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში. ემტეეს ძირითადად კონცენტრირებულია კორპორაციულ კლიენტებსა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზე.

ემტეეს-ის მთავარი მახასიათებლებია: პროფესიონალიზმი, კლიენტებზე ზრუნვა, დამკვეთისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება.

კომპანიის წარმატებას ძირითადად განსაზღვრავს პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალის ცოდნა-გამოცდილება. მათი უმრავლესობა კვალიფიკაციას იმაღლებს ემტეესის პარტნიორ კომპანიებში, რომლებიც მსოფლიო ლიდერებს წარმოადგენენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ემტეესის მისიაა დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. კომპანია მუდმივად ითვისებს უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და კლიენტებს სთავაზობს ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეფექტიანად ეხმარება ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.