
ელ. ფოსტა: mchevri_businessschool@yahoo.com
1994 წლიდან შ.პ.ს. “მჭევრი”-ს დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის დამფუძნებლები და მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი თავის საქმიანობას წარმართავენ მუდმივი განახლებისა და განვითარების გზით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, კანონის “ზოგადი განათლების შესახებ”, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად. შპს "მჭევრი"-ს დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მიზანია: ინტელექტუალური, მაღალი ზნეობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე პიროვნებების აღზრდა; მოსწავლეთათვის შესაფერისი პირობების შექმნა თვითგანათლებისა და პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარების შესაძენად; მსოფლიო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრირებული ქვეყნისათვის განათლებული მოქალაქის აღზრდა.ჩვენი სტრატეგია ემსახურება მოსწავლეთა მიერ აკადემიური ცოდნის მიღებასა და თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისათვის საჭირო უნარების განვითარებას;დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნებისა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას; მოსწავლის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასა და სწორი არჩევნის გაკეთებას. მოსწავლეთა აღზრდაში მონაწილეობენ პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც სიყვარულითა და პატივისცემით არიან გამსჭვალული საკუთარი მოსწავლეების მიმართ; სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე, ცდილობენ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა;ზრუნავენ, მოსწავლეებს განუვითარონ დამოუკიდებელი მუშაობის, ორგანიზებულობისა და საკუთარი ძალების რწმენის უნარები; ითვალისწინებენ ასაკობრივ სირთულეებსა და პრობლემებს, ეხმარებიან მოსწავლეებს მათ დაძლევაში; ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი კურსდამთავრებული ფლობდეს:უცხო ენებს; საფუძვლიან, ღრმა ცოდნას; გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი მომავალი.