სქაიტელი

logo

ინდუსტრია: ტელეკომუნიკაციები

თანამშრომელთა რაოდენობა: 100+

ვებ–საიტი: www.skytel.ge

ელ. ფოსტა: hr@skytel.ge

სქაიტელი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წლის 29 დეკემბერს და თავდაპირველად ოპერირებდა შ.პ.ს. „ინტერმედიარ“ - ის სახელით.

მისია:

კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალ ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებს და გადაწყვეტილებებს. მოცემულ მომენტში, სქაიტელის სამაგისტრალო ქსელი გავრცელებულია: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სამეგრელოში, სადაც ჩვენს მომხმარებლებს აქვთ საშუალება აირჩიონ მოქნილი ტარიფები, რომელიც დაბალანსებულია მაღალი სიჩქარით, ხარისხით და მისაღები ფასით.

ტექნოლოგიები:

ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (Cisco, ZyXEL, MikroTik, Ubiquiti) სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რაც მაღალხარისხიანი და საიმედო ინტერნეტ მომსახურების გარანტიაა.

გუნდი:

სქაიტელის გუნდი დაკომპლექტებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პერსონალით, ხოლო ჩვენი ქოლ ცენტრი, კვირაში 7 დღის განმავლობაში მზად არის უპასუხოს თქვენ ზარებს დილის 10:00 - დან საღამოს 10:00 - მდე.