Innovators Group Georgia

logo

ვებ–საიტი: innovators.ge

ელ. ფოსტა: info@innovators.ge

Innovators Group Georgia ვებ-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს სხვადასხვა პროგრამულ მომსახურებას.

 

სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, მოსამზადებელი ცენტრები ჩვენთან ერთად მთლიანად გადადიან ელექტონული მართვის პლატფორმაზე. ისინი იღებენ სხვადასხვა ელექტონულ მოდულებს და მთლიანად აწესრიგებენ საკუთარი ორგანიზაციის ელექტრონული ცხოვრების ციკლს. 

 

 

ჩვენ ვემსახურებით საქართველოს კერძო სკოლებს უკვე 3 წელზე მეტია და ვეხმარებით მათ განათლების სფეროს ოცნებების რეალობად გადაქცევაში. დღესდღეობით, ორგანიზაციებში ფუფუნების საგანი აღარაა მოქნილი ელექტონული სისტემები. ჩვენ გამოჩენამდე გამონაკლისი მხოლოდ განათლების სფერო იყო. Innovators Group Georgia-ს ხედვაც ესაა - შექმნას ელექტრონული პლათფორმა ბიზნესის განვითარებისთვის. და განსაკუთრებით იმ ბიზნეს სტრუქტურებისთვის, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. შესაბამისად, ჩვენი მისიაა განათლების სისტემაში მეტი შესაძლებლობის შექმნა ინოვაციის დანერგვით, პროცესების ავტომატიზაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობით.

 

ჩვენს ძლიერ მხარეს წარმოადგენს სერვისები, მომსახურებაზე ორიენტირებულობა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული. სწორედ ამიტომ, ჩვენი მომხმარებლები საქართველოს მოწინავე კერძო სკოლები არიან.

 

კომპანია მუდმივად ცდილობს განავითაროს საკუთარი სერვისები და პროდუქტები, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვართ კარი გავუღოთ და ჩვენს გუნდში მივიღოთ პროფესიონალები, ჩავრთოთ სტუდენტები სტაჟირების პროგრამაში და დავასაქმოთ ისინი. 

 

 

ჩვენ ვიცით, რომ ინოვაციას საზღვრები არ აქვს!

 

 

 

გისურვებთ თქვენი მიზნების მიღწევას და წარმატებას საქმიანობაში.

 

 

 

Innovators Group Georgia-ს გუნდი.