
ინდუსტრია: განათლება
თანამშრომელთა რაოდენობა: 10 - 50
ვებ–საიტი: erqvaniprof.ge
ელ. ფოსტა: koleji.erqvani@gmail.com
ქ. ამბროლაურში, 1982 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და მდებარეობა:
- 1982-1984 წლები - ამბროლაურის N156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
- 1984-1990 წლები - ამბროლაურის N156 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
- 1990-1991 წლები - ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
- 1991-2001 წლები - ამბროლაურის N156 სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი
- 2001-2008 წლები - ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი
- 2008-2011 წლები - ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი
- 2011 წლიდან დღემდე - სსიპ პროფესიული კოლეჯი ,, ერქვანი’’
2010-2011 წელს განხორციელებული რეფორმით, შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, ჩამოყალიბდა პროფესილი კოლეჯი ,, ერქვანი“ , როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის პროფესიული მომზადების სასწავლო დაწესებულება.
აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო, მისთვის სპეციალურად აშენებულ, იმ დროისათვის თანამედროვე შენობა ნაგებობაში, შესაბამისად ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროისათვის დამახასიათებელმა მოვლენებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან სასწავლებელმა ფუნქციონირებ გააგრძელა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გურგენიძის ქ. N10-ში (აღნიშნული ტექნიკუმი გაუქმდა 1989 წელს).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ახალი თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. N10-ში. შრომის ბაზრის მოთხოვნის და დასაქმების სფეროების შესაბამისად სასწავლებელი ახორციელებდა სტუდენტთა მომზადებას, როგორც სახელობო პროგრამებში, ასევე ახორციელებდა მოკლევადიანი გდამზადების კურსებს UNDP-ის და USAID-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში: სოფლის მეურნეობა; მშენებლობა; გადამამუშავებელი მრეწველობა; ტურიზმი; ხელოვნება და სხვა.