ხილის და ბოსტნეულის წვენის მწარმოებელი კომპანია


შპს “აჩინებული” წარმოადგენს “start up”-ს, რომლის საქმიანობა იქნება ვაშლის, ყურძნის,ატმის და ალუბლის გადამუშავება. კომპანიის მიზანია აწარმოოს მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენი. კომპანიამ კახეთის რეგიონში, კერძოდ კი ქალაქ თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც გადაამუშავებს კახეთში და შიდა ქართლში არსებული ფერმერებისგან მიღებულ ნედლეულს მთელი წლის განმავლობაში. 
ეფექტური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომპანია ეძებს  გამოცდილ კადრებს, რომლებსაც გააჩნიათ ნატურალური წვენის წარმოების და პროდუქციის განვითარების გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა.