Geo Green

logo

"Geo Green" არის უძრავი ქონების კომპანია


თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ გაყიდვების გამოცდილ გუნდს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოთ საქმე ადგილზე, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ცოდნა,გამოცდილება, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს და საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას;
  • კომპანიის ექსკლუზიურ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივი ხდება;
  • სხვადასხვა შემეცნებით ტრენინგებს;
  • სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფას;
  • კორპორატიულ ნომერს და მასზე გააქტიურებულ ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
  • წამახალისებელ შეჯიბრებებს;
  • კარიერულ წინსვლას.

 

პირობები

  • კვირაში 5 სამუშაო დღე (თავად ადგენთ გრაფიკს);
  • 1 საათიანი შესვენება;
  • 2 დღე დასვენება (სურვილისამებრ);
  • ლოკაცია: თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის 38, (სითი მოლთან).


რას ვითხოვთ ჩვენ?

პრიორიტეტები

  • •სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • •ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • •საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება;
  • კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
  • შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • სამუშაო ბაზის მართვა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/share/1F2E3QKy7k/?mibextid=LQQJ4d