12 Jun - 11 Jul
Start
Assistant Category Manager
Tbilisi, Sanzona, Ksani st.
Application information
Email: vacancy@clean-house.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Product Category Management Administration / Business Management Administrative Assistance - Industry / Field: Retail
Retail Consumer Products and Services Household Items - FMCG - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Bachelor
- Suitable for students: Yes
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია და მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარაგების მართვის სრული ციკლის დაგეგმვაში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
- ფილიალების მიხედვით მატრიცების შედგენა, განახლება, ანალიზი;
- გაყიდვების გუნდის მიერ გაწერილი შეკვეთების ლოგისტიკური დამუშავება მიწოდების დღეების გათვალისწინებით;
- არაგეგმიური შეკვეთების სწორად დამატების პროცესის მართვა;
- სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეკვეთა დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- რითეილ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარები:
- პასუხიმგებლიანი;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მზარდი შრომითი ანაზღაურება;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი“.
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
Sales
Product Category Management
Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views
