Today - 24 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Tourism/Entertainment
Event Planning and Management - Industry / Field: Recreation & Travel
Hospitality, Recreational Facilities & Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3000
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Providing transportation
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Hospitality, Recreational Facilities & Services - Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების სერვის მენეჯერის პოზიციაზე
ჩვენს შესახებ:
კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (სმენებში) | 2 დღე დასვენება
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 3000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ქეითერინგის სერვისის გუნდის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და დავალებების განაწილება;
- ღონისძიებისთვის საჭირო სერვისის პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და სამუშაო ზონების მიხედვით განაწილება;
- ღონისძიების სრული საოპერაციო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია მომზადებიდან დასრულებამდე;
- ღონისძიების დღეს სერვისის გუნდისა და საოპერაციო პროცესების ადგილზე მართვა;
- სამზარეულოს, ბარის, ჰაუსქიფინგის, ტექნიკური და სხვა ჩართული დეპარტამენტების კოორდინაცია;
- ღონისძიების დეტალების შეთანხმება ორგანიზატორთან/ივენთ მენეჯერთან და საჭირო ინფორმაციის გუნდებისთვის დროული მიწოდება;
- სერვისის ხარისხის, მომსახურების სტანდარტებისა და თანამშრომლების პროფესიული ქცევის კონტროლი;
- ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარისა და აღჭურვილობის მზადყოფნის კონტროლი;
- გარე ქეითერინგ კომპანიებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კოორდინაცია;
- ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საკითხების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- ღონისძიების დასრულების შემდეგ სივრცის, ინვენტარისა და რესურსების ჩაბარების კონტროლი;
- ღონისძიების შედეგების შეჯამება, უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- SOP-ებისა და კიკეთის ფერმის საოპერაციო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქეითერინგის სერვისისა და/ან ღონისძიებების მართვის გამოცდილება;
- სერვისის გუნდის, მათ შორის დიდი რაოდენობის თანამშრომლების, მართვისა და კოორდინაციის უნარი;
- ძლიერი საორგანიზაციო, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები;
- რამდენიმე პროცესისა და გუნდის ერთდროულად მართვის უნარი;
- მომსახურების სტანდარტების დაცვისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
- სწრაფად ცვალებად და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
- კვების უზრუნველყოფა;
- შედეგებზე დაფუძნებული ბონუსების სისტემა;
- გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lveYq6Jc
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Tourism/Entertainment
Event Planning and Management
Views
Unique views
