Today - 31 Oct
Standard
Recruiter
Rustavi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Human resources Recruitment and Talent Acquisition
  • Industry / Field: Wellness & Fitness Health, Wellness & Fitness
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Flexible hours
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Human resources Recruitment and Talent Acquisition
  • Industry / Field(Mandatory):
    Wellness & Fitness Health, Wellness & Fitness
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ტაიმაუტ ფიტნეს ჰოლ აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე ახალი ფიტნეს დარბაზისთვის

მდებარეობა: რუსთავი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ქალაქ რუსთავში იხსნება ახალი, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი. ვეძებთ გამოცდილ რეკრუტერს კონკრეტული დავალების შესასრულებლად: დარბაზის გასახსნელად და ოპერირებისთვის საჭირო სრული გუნდის მოძიება და შერჩევა.
მნიშვნელოვანი პირობა: ვინაიდან ობიექტი მდებარეობს რუსთავში, კადრები სრულად უნდა შეირჩეს ადგილობრივად. შესაბამისად, რეკრუტერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსთავის შრომით ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და/ან წვდომა ადგილობრივ საკადრო რესურსებთან.

ძირითადი მოვალეობები:
  • დარბაზის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პოზიციაზე (გაყიდვების მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, ადმინისტრატორები, ბარმენები, შესყიდვები, ინსტრუქტორები, დასუფთავების თანამშრომლები და სხვ.) ვაკანსიების განთავსება და შესაბამისი კანდიდატების მოძიება (Sourcing).
  • პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაორგანიზება და პირველადი შერჩევა (Screening).
  • საბოლოოდ შერჩეული, კვალიფიციური კანდიდატების სიის წარდგენა მენეჯმენტისთვის.
  • შენიშვნა: შერჩეული კადრების შემდგომ გადამზადებას, კონტრაქტების გაფორმებასა და ადაპტაციას უზრუნველყოფენ კომპანიის იურისტი და ხარისხის მართვის მენეჯერი. რეკრუტერის პასუხისმგებლობა სრულდება კადრის საბოლოო შერჩევის ეტაპზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რეკრუტინგის და კადრების შერჩევის მიმართულებით მუშაობის დადასტურებული გამოცდილება.
  • ქალაქ რუსთავის ლოკაციაზე კადრების მოძიების სპეციფიკის ცოდნა.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კანდიდატის შეფასების უნარი.
  • უპირატესობად ჩაითვლება: ფიტნეს ინდუსტრიაში, სპორტულ ან მომსახურების სფეროში (HoReCa, რითეილი) კადრების მოძიების გამოცდილება.

რას გთავაზობთ:
  • მოქნილ გრაფიკს: თქვენ არ ხართ ვალდებული იაროთ ოფისში. სამუშაო არის პროექტული და ფოკუსირებულია მხოლოდ კონკრეტული შედეგის (გუნდის დაკომპლექტების) დადებაზე, შესაბამისად, საჭიროებიდან უნდა განისაღვროს ფიზიკური შეხვედრები.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე (შესრულებული სამუშაოს ან შერჩეული კადრების რაოდენობის მიხედვით).

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: ttimeout1@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: “ რეკრუტერი “.
Human resources
Recruitment and Talent Acquisition
Views
Unique views